Wi-Fi-ს ტექნოლოგიით გამოწვეულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალცჰეიმერის შემთხვევების ზრდა

მობილური ტელეფონით და უკაბელო კავშირის Wi-Fi ტექნოლოგიით გამოწვეულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალცჰეიმერის შემთხვევების ზრდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა პროფესორმა მარტინ ლ. პალმამ ჟურნალ „Current Alzheimer’s Research“-ისთვის დაწერილ სტატიაში განაცხადა, რომ აღმოაჩინა ახალი კავშირი მობილურ ტელეფონებსა და მსგავს უკაბელო ტექნოლოგიების პროდუქტებს შორის რომელიც ალცჰეიმერის შემთხვევების ზრდას იწვევს. პალმა თავის სტატიაში აცხადებს, რომ რადიაციის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინში კალციუმის უჯრედების დონის მატება, რაც ალცჰეიმერის გამომწვევია. იგი ასევე აცხადებს, რომ ეს საშიშროება ადრეულ ასაკში იწყება.

მისივე თქმით, მკვლევარები აფრთხილებენ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად ექვემდებარებიან მობილური ტელეფონებისა და Wi-Fi-ის გამოსხივებას ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში, შესაძლოა „ციფრული დემენციის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

ცნობისათვის, კვლევითმა ინსტიტუტმა StudyFinds-მა გააზიარა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან რადიაციას, უფრო მეტად ავადდებიან ალცჰეიმერით.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …