VISA -მ რეგიონში ახალი მენეჯერი გამოუშვა

თბილისი (BPI) – Visa-მ კრისტინა დოროსის დანიშვნაზე განაცხადა.  რეგიონულ მენეჯერად კავკასიის რეგიონში. ის იმუშავებს რეგიონში ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდის მიმართულებით, აღნიშნულ ბაზრებზე Visa-ს სამოქმედო არეალის ზრდისა და ბანკების, სავაჭრო კომპანიებისა და ბარათის მფლობელებისთვის კომპანიის სარგებლიანობის გაძლიერების მეშვეობით.

“დარწმუნებული ვარ, რომ მართვისუნარებით, გადახდების სფეროში სიღრმისეული ცოდნითა და რეგიონული ბიზნესის კარგი ცოდნით, კრისტინა კომპანიას უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს“, – განაცხადა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა ვერა პლატონოვამ.

კრისტინა დოროსს აქვს საცალო საბანკო სექტორში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ბარათებისა და მობილური გადახდების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2016 წლიდან კრისტინამ მუშაობა დაიწყო Visa-ს რეგიონის პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელად. 2019 წლიდან კრისტინა დოროსი ახდენს ძირითადი პროდუქტების (სადებეტო, საკრედიტო და პრემიუმ პროდუქტები) ზედამხედველობას, მართავს მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და საკრედიტო გადახდების (Push Payments) მიმართულებებს, რაც, ერთობლივად, არსებით როლს ასრულებს ელექტრონული გადახდების ზრდის თვალსაზრისით. კრისტინას პროფესიული წარმატებების შესანიშნავი მაგალითებია პრემიუმ სარგებლის გაძლიერება, მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარება უკრაინასა და ბელორუსიაში, მობილური SME ტექნოლოგიის ამოქმედება.

კრისტინა დოროსი -VISA -ს რეგიონული მენეჯერი

„დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Visa-ს პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელობის საინტერესო გამოცდილების შემდეგ, მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო Visa-ს გუნდს კავკასიის რეგიონში. ეს არის საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე შესაძლებლობა, რათა დავნერგოთ უფრო მეტი ინოვაცია და სარგებელი ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე, რაც  შექმნის გადახდების მომავალს და ბიძგს მისცემს ინოვაციების განვითარებას რეგიონის მასშტაბით.“ – განაცხადა კრისტინა დოროსმა.

Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერი კომპანია 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს წაში.

შემთხვევითი სიახლე

აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს. აუდიტის …