Vendoo 1 წლისაა

თბილისი (BPI) – ქართულ ამაზონად წოდებული ონლაინ მაღაზია Vendoo 1 წლისაა. სტარტაპმა ერთი წლის განმავლობაში სახელიც დაიმკვიდრა და ყოველდღიურად იზრდება, იზრდება პლატფორმაზე განთავსებული მაღაზიების, ბრენდების და პროდუქტების რაოდენობა. გასამმაგებულია თანამშრომელთა რაოდენობაც და უკვე 150-ს აღწევს.

დღეის მონაცემებით, ვებგვერდზე განთავსებულია 350-ზე მეტი მაღაზია, 14 კატეგორია და 30 000-ზე მეტი ნივთი. კომპანია ამასთან ერთად მაისში “სუპერ სიახლეებსაც” აანონსებს და იუბილესთან დაკავშირებით, ყველა ვინც, დღეს, კომპანიის ვებგვერდზე შევა, სიურპრიზი დახვდება.

Vendoo-ს პანდემიის გავრცელების პირობებში სოციალური პასუხისმგებლობა არ დავიწყებია და ონლაინ შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქართველ მეწარმეებს მარტსა და აპრილში პლატფორმაზე პროდუქციის უსასყიდლოდ განთავსება შესთავაზა.

როგორც ცოტა ხნის წინ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში”, Vendoo-ს დირექტორმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, საკომისიო განულებამ ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა პლატფორმამ დაარსებისთანავე დაისახა მიზნად. ამას ისიც ადასტურებს, რომ Vendoo-ზე პანდემიის გავრცელებამდე 60-მდე ქართველი მეწარმის პროდუქცია იყო განთავსებული და კომპანია ხელს უწყობდა მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში.

პანდემიამ დაადასტურა, რომ Vendoo-მ დროს გაუსწრო. მაშინ როდესაც კომპანია ბაზარზე გამოჩნდა განაცხადით ელკომერციიისადმი გარკვეული პესიმისტური განწყობაც არსებობდა. სამომავლოდ კომპანია კატეგორიების გამრავალფეროვნებას გვთავაზობს,  დაემატება ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სუნამოების კატეგორია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია ვივიმ ვენახები გააშენა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს ვივის …