ვახტანგ ბუცხრიკიძე: ესტონური მოდელის შეღავათი საბანკო სექტორზეც უნდა გავრცელდეს

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ მოგების რეფორმის სისტემაში საბანკო სექტორი არ უნდა იყოს გამონაკლისი და ესტონური მოდელის შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა ბანკებსაც უნდა ჰქონდეთ.

„ბანკების ასოციაციაში ამ საკითხთან შეხვედრა გვქონდა, ჯერჯერობით საერთო პოზიციას ვაყალიბებთ და მომავალ კვირაში ბანკების ასოციაციის საშუალებით გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საგადასახადო სისტემის ეს ცვლილება ბანკებსაც უნდა შეეხოს.

„ცვლილება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს მნიშნელოვანი ინიციატივაა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საბანკო სექტორიც უნდა იყოს ჩართული და ამისთვის ორი არგუმენტი არსებობს: ერთი, რომ პრეცედენტულად არასწორი იქნება თუ ესტონურ მოდელს თუ ვამბობთ – აქედან ბანკები გამოვრთოთ, მეორე კი ბანკები და საბანკო სექტორი არის ის სფერო, სადაც უამრავი უცხოელი ინვესტორია. ალბათ, რთული იქნება ჩვენთვის ინვესტორისთვის ავხსნათ თუ რატომ არის ქართული ბანკები ამოვარდნილი ამ სისტემიდან.

მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს რამდენად შესაძლოა მან მატერილური სარგებლი მოიტანოს ან რამდენად შესაძლოა იმოქმედოს ამან ინვესტორზე, ვფიქრობთ, მეორე საკითხი გადაწონის.

თიბისის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სტრატეგიაში განსაზღვული გვაქვს, რომ ჩვენი მოგების მინიმუმ 25% დივიდენდად დავაბრუნოთ, აქედან გამომდინარ,ე როგორც არ უნდა იყოს ჩვენ მაინც გავაგრძელებთ 25%-ის დარიგებას, ანუ თუ ბანკები შევლენ ამ სისტემაში მაინც 25%-ს გადავიხდით, რადგან ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთის ახალი აქცია – #გულით პედაგოგებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ …