უორენ ბაფეტის საყვარელი წიგნები

თბილისი (BPI) – მილიარდერი ინვესტორი უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის ყოველწლიურ წერილობით მიმართვაში იმ წიგნების წაკითხვას ურჩევს მათ, რომლებიც მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე არსებულ ვითარებაში უკეთესად გარკვევაში დაეხმარება.
Wall Street Journal უორენ ბაფეტის იმ საყვარელი წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის წაკითხვასაც ამერიკელი ინვესტორი აქციონერებს ურჩევს.

ბენჯამინ გრეჰემი “გონიერი ინვესტორი” – ეს ის ერთადერთი წიგნია, რომლის წაკითხვასაც უორენ ბაფეტი უკვე წლებია თითქმის ყოველწლიურად ურჩევს აქციონერებს.
2003 წელს, Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის წერილობით მიმართვაში, უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ ბენჯამინ გრეჰემის ”გონიერი ინვესტორი” მისი სამაგიდო წიგნია.
”ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარმატებული მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ეს წიგნი პირველად ავიღე ხელში”, – დაწერა ბაფეტმა თავის 2011 წლის მიმართვაში.
ჯიმი კლეიტონის ავტობიოგრაფია ”ჯერ ოცნება” – კომპანია Clayton Homes-ის დამფუძნებლის ავტობიოგრაფია უორენ ბაფეტს ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჩუქეს.
”მას შემდეგ, რაც ეს წიგნი მაჩუქეს, სტუდენტებს მოვუყევი, როგორ უნდა აღფრთოვანდნენ ჯიმის ცხოვრების ისტორიით. სტუდენტებმა ჩემი სიტყვები პირდაპირ კევინ კლეიტონს, ჯიმის შვილსა და Clayton Homes-ის გენერალურ დირექტორს გადასცეს, რომელმაც სატალეფონო შეხვედრის შემდეგ შეხვედრა მთხოვა”, – იხსენებს უორენ ბაფეტი. შეხვედრის შემდეგ ბაფეტმა Clayton Homes-ის გენერალურ დირექტორთან მომგებიანი გარიგება დადო.

ჩარლი მანგერის ”ღარიბი ჩარლის ალმანახი” –  2004 წლის მიმართვაში ბაფეტმა რამდენჯერმე მოახდინა თავისი მეგობრისა და კოლეგის ჩარლი მანგერის ციტირება, ბოლოს კი დასძინა: ”მანგერისგან ბევრი ვისწავლე ბოლო წლებში და მისი გავლენით ეს წიგნიც წავიკითხე”.
უორენ ბაფეტის თქმით, პიტერ კაუფმანმა თავი მოუყარა ჩარლი მანგერის სტატიებსა და გამოსვლებს და ერთ წიგნად ”ღარიბი ჩარლის ალმანახი” გამოსცა.
უილიამ ტორნდაიკი ”უიღბლონი” – 2012 წლის წერილში უორენ ბაფეტმა აქციონერებს უილიამ ტორნდაიკი-უმცროსის წიგნის ”უიღბლონის” წაკითხვა ურჩია.
”უიღბლონი” – გამორჩეული წიგნია გენერალურ დირექტორებზე, რომლებიც კაპიტალის გადანაწილებისას გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ერთ-ერთი თავი კი ტომი მერფის ეძღვნება, საუკეთესო ტოპ-მენეჯერს, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ”, – ამბობს უორენ ბაფეტი.

ჯონ ბლოგის ”კულტურათა შეჯახება” – 2012 წლის წერილში ამერიკელმა ინვესტორმა Vanguard Group-ის დამფუძნებლის, ჯონ ბლოგის წიგნზე ”კულტურათა შეჯახებაზე” ისაუბრა. წიგნში მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ დაიწყეს ინვესტორებმა თანდათან გადასვლა გრძელვადიან ინვესტიციებზე და სულ უფრო იშვიათად აბანდებენ ფულს მოკლევადიან პერსპექტივაში.
”კულტურათა შეჯახება” არა მხოლოდ გრძელვადიანი ინვესტირების უპირატესობის დადასტურებაა, არამედ რეალურ რჩევებს იძლევა. მთავარი რჩევა კი ოქროს შუალედზეა, რაც იმას გულისხმობს, რომ ის, რაც დღეს არის მოდაში, ხვალ აქტუალურობას დაკარგავს. მეორე რჩევა კი ის არის, რომ იმპულსურობა თქვენი მტერია, დრო კი მეგობარი. ყოველთვის დაელოდეთ შესაბამის დროს, ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს შესყიდვებთან დაკავშირებით”, – წერს უორენ ბაფეტი.

bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …