UNDP და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას” იწყებენ

11 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს ბანკის ბიზნეს-ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს ბანკი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP და საქართველოს ბანკი უპრეცედენტო დახმარებას გაუწევენ ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს მთელს საქართველოში.

„მეწარმე ქალთა სკოლა“ ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს შესთავაზებს მეწარმე ქალებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს – თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.

შეთანხმებას ხელს მოაწერენ:

  • ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში.
  • ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

შემთხვევითი სიახლე

ქვევრის ღვინო ლონდონში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზეა წარდგენილი

14-15 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW” (The Artisan Wine Fair) …