უკრაინაში ჟურნალი Charlie Hebdo გამოვა

თბილისი (BPI) – უკრაინაში ჟურნალი Charlie Hebdo გამოვა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული ოფისის თანამშრომლების სტატიებს, პარიზის რედაქცია გააკონტროლებს. უკრაინული გამოცემის შესახებ ფრანგული ყოველკვირეული გამოცემის თანამშრომელმა ფრანსუა ანგლანდმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

“არ დაიჯერებთ, მალე უკრაინაშიც გამოვა Charlie Hebdo”, – წერს ანგლანდი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. მისი თქმით ფრანგული ოფისი უკრაინას მხოლოდ სტატიების მონიტორინგს გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ibusiness.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …