უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება

თბილისი (BPI) – უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება, თუმცა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, ამის შესახებ ბერლინში გამართულ მესამე მსოფლიო ფორუმზე ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„ახალი ქვეყნების დამატება ევროკავშირში არარეალური იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს”, – განაცხადა ჰანმა და აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნები უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა ევროპელი მოქალაქეები ამისათვის მზად იყვნენ.

”ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ყველამ გაიგოს, რომ ახალი წევრი არის ღირებული და არა ობიექტი დამატებითი გადახდებისთვის”, – განაცხადა მან. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ შემდგომ პერიოდში ევროკავშირის გაფართოების ”ახალი თავი” სწორედ რომ სერბია გახდება.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …