თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 120 მლნ-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – 2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკური მაჩვენებლებით, მიმდინარე წლის 7 თვეში თურქეთის აეროპორტების სულ 120.4 მლნ მგზავრს მოემსახურა. DHMI-ის მონაცემებით, ივლისში შიდა ავიარეისების რაოდენობა 3.8%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა კი 10.8%-ით გაიზარდა. ასევე უწყვეტი ფრენების (overflight) რაოდენობა გაიზარდა 12.8%-ით.

რაც შეეხება მგზავრთნაკადს, ის ივლისში შიდა რეისებზე 0.7%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 13.7%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა 6.3%-ით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

29 მაისიდან ყველა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება

თბილისი (BPI) – 29 მაისიდან ყველა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი …