Tradewithgeorgia – საიმიჯო კატალოგი ქართული ბიზნეს ორგანიზაციებისთვის

თბილისი (BPI) – პროექტი GEclose2EU (ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან)  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ სააგენტო “აწარმოე საქართველოში“  თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე რამოდენიმე თვეა რაც ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მათი ცნობადობის გაზრდას ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური პლატფორმა ქართულ ბიზნეს ორგანიზაციებს სთავაზობს.

www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს და მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის  შესახებ ფართო აუდიტორიას გააცნონ და საკუთარი სერვისი, ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში სრულიად უსასყიდლოდ განათავსონ.  თავის მხრივ სააგენტოს მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ასევე დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური  ორგანიზაციები და დაინტერესებულ მხარეებს გაუმარტივოს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და  სერვისებზე.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და  მხარდამჭერი, აქტიურადაა  ჩართული საიტის პოპულარიზაციასა და ფრომოუშენში. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სადაც უახლოეს პერიოდში იგეგმება კატალოგის პოპულარიზაცია გახლავთ ევროკავშირი.

საიტზე რეგისტრაცია ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია და დარეგისტრირებულ ორგანიზაციათა რაოდენობა იზრდება. კატალოგში საკუთარი კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა და იგი ხელმისაწვდომია  საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეავსებენ და ატვირთავენ შესაბამის მასალას ონლაინ პლატფორმაზე WWW.TRADEWITHGEORGIA.COM.  რა

WWW.TRADEWITHGEORGIA.COM ხორციელდება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიერ. მისი მხარდამჭერია პროექტი GEclose2EU (ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან). დეტალური ინფორმაცია საიტზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ: http://geclose2eu.info/?m=128

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …