თბილისი (BPI) – საქართველოში თხევადი აირის იმპორტი იზრდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2018 წლის ივნისში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, 0,3 ათასი ტონით მეტი, ვიდრე მაისში (1,1 ათასი ტონა).
იანვარ-ივნისში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,2 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (7 ათასი ტონა).