“თიბისი” აზერბაიჯანში “მომავლის ბანკით” შედის

თბილისი (BPI) – “თიბისი” აზერბაიჯანული ბანკის 10%-იანი მესაკუთრე გახდება. მისი შვილობილი „თიბისი კრედიტი“ აზერბაიჯანულ „ნიკოილ ბანკს“ უერთიანდება.

“მოხარული  ვართ, რომ ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ თანამედროვე სერვისების და პროდუქტების აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის შეთავაზებასა  და მზარდ ბაზარზე  წარმატების მიღწევას“, -აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ, „ნიკოილ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ნიკოილი“  600 მლნ ლარის აქტივებით,  უნივერსალური ბანკია.  საცალო და კორპორაციული პროდუქტებით. თიბისი იქ ციფრული ბანკის –  სფეისის განვითარებას გეგმავს.

„თიბისი კრედიტის“  და „ნიკოილის“ გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თიბისი ბანკი ბანკი “ნიკოილ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოშიც იქნება წარმოდგენილი და  და  „ნიკოილ ბანკის“ მენეჯმენტთან ერთად გადამწყვეტ როლს  შეასრულებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში.

  • გაერთიანების შედეგად, 3 წლის განმავლობაში, თიბისის ნიკოილში ბდამატებითი წილის (50% +1 ოდენობამდე) შეძენის უფლება ეძლევა.

ტრანზაქცია სავარაუდოდ 2-3 თვეში, აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული ტრანზაქციის დამტკიცების შემდეგ დაიხურება.

„ჩვენთვის საამაყოა „ნიკოილ ბანკთან“ პარტნიორობა.  მნიშვნელოვანი  ტრანზაქციაა  თიბისი ბანკისთვის, რომელიც წარმატებით ოპერირებს კონკურენტულ ქართულ ბაზარზე და შეუძლია თავისი გამოცდილების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.  აღვნიშნავ  ციფრული ბანკის სფეისის მნიშვნელობასაც, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლითაც უკვე 120 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს. გაერთიანების წარმატებით დასრულების შემდეგ, სფეისს აზერბაიჯანელ მომხმარებელსაც შევთავაზებთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

აფბა: გაეროს კვლევით, ადამიანთა რიცხვი, რომელიც არასრულფასოვნად იკვებება, 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ შემცირებულია

თბილისი (BPI) – საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ …