ტექნოლოგიების განვითარებამ აეროპორტებში ბარგის დაკარგვის შემთხვევები შეამცირა

თბილისი (BPI) – 2016 წელს ავიაკომპანიების, თუ აეროპორტების მიერ ბარგის დაკარგვის შემთხვევები 12,25%-ით შემცირდა, – მონაცემებს კომპანია SITA ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ათას მგზავრზე ბარგის დაკარგვის 5,73 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის მონაცემებთან შედარებით, ათას მგზავრზე დაკარგული ბარგის შემთხვევის რაოდეობა 70%-ითაა შემცირებული.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მომდევნო წლებში დაკარგული ბარგის მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება. იმავდროულად 2018 წლის 1-ელი ივნისიდან IATA-ს რეზოლუციაც შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიას ბარგზე მთელი მისი გადაადგილების განმავლობაში მისი კონტროლი და მეთვალყურეობა ევალება.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …