თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

თბილისი (BPI) – თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.

მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება მერიის მიერ დაფუძნებულ უწყებებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

  •  ხელოვნება
  •  სპორტი
  •  განათლება
  •  ვეტერინარია
  •  სამართალი
  •  ტრანსპორტი
  •  ჯანდაცვა და მედიცინა
  •  არქიტექტურა მშენებლობა
  •  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  •  კომპიუტერული მეცნიერებები
  •  ბიზნესის ადმინისტრირება
  •  საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
  •  არქიტექტურა-მშენებლობა

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 7 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით 24:00 საათამდე (ბმული).

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

შემთხვევითი სიახლე

ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა …