TAROM -ი ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს 2 სექტემბრიდან დაიწყებს

თბილისი (BPI) – რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM -ი ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს, დაანონსებული 1-ელი აგვისტოს ნაცვლად, 2 სექტემბრიდან დაიწყებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. ავიაბილეთის ფასი კი (ერთი გზა) 151 ევროდან იქნება. თბილისის მიმართულებით ფრენებს TAROM -ი Airbus A318-ით განახორციელებს.

როგორც ცნობილია საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის ქართული მხარე TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება უკვე დაწყებულია და მას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

თბილისი (BPI) – დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო …