Swatch-ს შემოსავალი შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საათების მწარმოებელ, შვეიცარიულ ჯგუფს Swatch Group AG-ს 2015 წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში, შემოსავალი პირველად შეუმცირდა.

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს Swatch-ის შემოსავალი 17%-ით1,45 მლრდ ფრანკამდეა ($1,4 მლრდ) შემცირებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Bloomberg-ის ანალიტიკოსები კომპანიის შემოსავლების შემცირებას 1,56 მლრდ ფრანამდე ელოდნენ.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა შემოსავალი 3 %-ით, 8,45 მლრდ ფრანკამდე შემცირდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ Swatch-ი 2019 წლის ბოლომდე 1 მლრდ ფრანკის ღირებულების აქციების გამოსყიდვას გეგმავს. Swatch-ის აქციები, რომელიც ასწევე ეკუთვნის ისეთ ბრენდებს როგორიცაა Breguet და Omega, Blancpain და Certina, Tissot და Longines, 3,8%-ით გაიაფდა.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …