Socar-მა აპრილში ნავთობპროდუქტების ექსპორტი 16,2%-ით შეამცირა

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა 2015 წლის აპრილში მარტთან შედარებით, ნავთობპროდუქტის ექსპორტი 16,2%-ით შეამცირა, – ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ აპრილში SOCAR-მა 126,365 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი განახორციელა, მარტში 150,723 ათასი ტონა, თებერვალში 70,548 ათასი ტონა, იანვარში 127,326 ათასი ტონა. აპრილში 102,531 ათასი ტონა დიზელის საწვავის ექსპორტი და 23,834 ათასი ტონა რეაქტიული საწვავის ექსპორტი განხორციელდა.

2015 წელს ნავთობპროდუქტების ექსპორტმა სულ 474,965 ათასი ტონა შეადგინა, აქედან 387,141 ათასი ტონა დიზელის საწვავი, 87,646 ათასი ტონა რეაქტიული საწვავი და 0,178 ათასი ტონა მაზუთი.

2014 წელს ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 1558,315 ათასი ტონა შეადგინა.

ადრე აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოება ხორციელდებოდა ბაქოს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ორივე ქარხანა შედიოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შემადგენლობაში, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებდა დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავებას. 2014 წლის დეკემბრის თვეში SOCAR-მა განაცხადა “აზნეფტიაგის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ლიკვიდაციისა და მისი ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან გაერთიანების შესახებ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი წილის ექსპორტი ხორციელდება საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …