Siemens Energy საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით და მზადაა, მათ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი.
გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens-ი არაერთი მიმართულებით საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბორდს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს …