შარშან პრივატიზაციიდან საქართველომ 285,3 მლნ ლარი მიიღო

თბილისი (BPI) – საპრივატიზებო გეგმა შარშან 2%-იანი გადაჭარებებით შესრულდა და ბიუჯეტმა 285 311 504 ლარი მიიღო.

სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული იყო 280 მლნ ლარის მობილიზება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2015 წელს პრივატიზებულია 184 272 599 მლნ. ლარის ქონება, საიდანაც ბიუჯეტში ჩარიცხულია 105 947 000 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიმდინარე და მომდევნო წლებში ჩაირიცხება.

2015 წლის განმავლობაში  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 685 აუქციონი გამოაცხადა. სამინისტროში აცხადებენ, რომ პრივატიზაციის პროცესი გაგრძელდება მომავალშიც.

2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850 800 მლნ აშშ დოლარზე მეტს და 33 963 000 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 37 000 000 ლარის ინვესტიცია.

შემთხვევითი სიახლე

“რომპეტროლი” ტრადიციას აგრძელებს – კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს ესტუმრა

თბილისი (BPI) – „რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარებისთვის სადღესასწაულო და …