„შარავანდი“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – კომპანია “შარავანდი” წარმოებას აფართოებს, რაზეც მენეჯმენტი 3,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შპს „შარავანდი“ საკვების შესაფუთი მასალების, ეტიკეტების წარმოებასა და პოლიგრაფიული მასალის რეალიზაციაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლიც ახალი საწარმოს ფარგლებში საქმიანობას  პლასტმასის ქილებისათვის სახურავების, ლამინირებული მუყაოს ყუთის ფლექსოგრაფიული საბეჭდი პოლიმერისა და  ქაღალდის პარკების წარმოების კუთხით გააფართოებს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, 15 ადამიანით გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი.

შპს „შარავანდს“ აღნიშნულ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია და ახალი დანადგარების შეძენის გზით მიზნად ისახავს ყოველწლიურ განვითარებასა და  იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას.

კომპანია პროექტს “აწარმოე საქართველოში” წყალობით განახორციელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს …