სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე შეამცირა

თბილისი (BPI) –  ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.
მიზეზად ინფლაციის მდაბალი მაჩვენებელი, ეკონომიკური აქტივობის ზრდა, საგარეო სექტორში პოზიტიური ტრენდი სახელდება.
ბანკის რელიზში განმარტებულია, რომ მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებელთა ყოველი მე-6 მომხმარებელი საქართველოში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლია

თბილისი (BPI) – საქართველოს მომხმარებელთა 16% 2019 წლის პირველ კვარტალში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლი გახდა, – მონაცემებს კომპანია …