სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ჩქარობს

თბილისი (BPI) – რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე შემცირდა ( 25 საბაზისო პუნქტით) და სებ-ის პრეზიდენტმა  ბრიფინგზე პოლიტიკის შეცვლაზე აღნიშნა, რომ  გაცხადებულისგან განსხვავებით, ცენტრალური  ბანკი შერბილებას შეანელებს.

მან ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე  და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკების შემცირებაზე განაცხადა. წინასწარი, დასაზუსტებელი მონაცემით წლის პირველ ნახევარში  ზრდა,  6%-ს  გაცდა. პროგნოზირებულს გადააჭარბა. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა.

კობა გვენეტაძემ ეკონომიკის გაჯანსაღების „მიზეზები“  ჩამოთვალა, მათ შორის ექსპორტი ( +28%),  რომელსაც იმპორტის ზრდის მაჩვენებელი (+23%) ჩამორჩება, ტურისტული შემოსავლები (+24%) გზავნილები (+ 18%).

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …