სებ-ი სარეზერვო მოთხოვნებს ამსუბუქებს და თან ამძიმებს

თბილისი (BPI) –  სებ-ი  სარეზერვო მოთხოვნებს ამკაცრებს. სექტემბრიდან  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე  მარეგულირებელი 25%-ის დარეზერვებას ითხოვს. მანამდე კი, დღეიდან, ლარზე შემსუბუქებული ნორმა ამოქმედდება.

საპირისპირო ცვლილებების მიზანი  საბანკოს სექტორში ლარის ახალი რესურსის გაჩენა და დოლარის შეზღუდვაა. ბანკს საკორესპონდენტო ანგარიშებზე შეუძლია უფრო ნაკლები ლარი ჰქონდეს და 5-ჯერ მეტი დოლარი.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს, კლების მე-3 რაუნდია. ჯერ 13%-დან 10%-მდე შემცირდა,  შემდეგ 10%- დან 7%-მდე, 26 ივლისიდან (2018 )  5%-მდე.

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …