სებ-ი ფულადი ბაზრის ინდექსს ცვლის

თბილისი (BPI) – სებ-ი 1 აგვისტოდან განახლებული ფულადი ბაზრის ინდექსის TIBR (Tbilisi Inter Bank Rate) გამოქვეყნებას იწყებს.

ინდექსები საფინანსო ბაზარს  ინსტრუმენტების (მცურავგანაკვეთანი ობლიგაციები, საბანკო სესხები, დერივატივები) ფასწარმოქმნისთვის სჭირდება და ამან  ლიკვიდური ბაზრის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

ფულადი ბაზრის ინდექსები გლობალური სისტემის მიერ გამოიყენება, როგორც ბენჩმარკები დიდი მოცულობის და ფართო სპექტრის პროდუქტებისა და კონტრაქტებისთვის.

TIBR პასუხობს  მსოფლიო ტენდეციას, ადგილობრივი საპროცენტო განაკვეთის ბენჩმარკების ფუნდამენტურ რეფორმას. ჯერჯერობით ფოკუსირებულია ურისკო ერთდღიანი სესხის განაკვეთის ბენჩმარკებზე,  SONIA (Sterling Overnight Index Average) და EONIA (Euro Overnight Index Average).

ბაზრის მონაწილენი მცურავგანაკვეთიან ინსტრუმენტებს მპ განაკვეთს ან  3-თვიან სადეპოზიტო სერტიფიკატისას აბამენ.

სებ-ის ვარაუდით,  განახლებული TIBR  ლარის საპროცენტო განაკვეთების დერივატივების ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. ის გახდება ფულადი ბაზრის საორიენტაციო განაკვეთი. ახლო მომავალში კი დერივატივების ინსტრუმენტებისთვის.

ახალი ინდექსი ყოველდღიურად, 09:00 სთ-ზე გამოქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე. 1-დღიანი და 1-კვირიან ინდექსები, რომელიც 2008 წლიდან ქვეყნდება, 2018 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდება.

შემთხვევითი სიახლე

აფბა: გაეროს კვლევით, ადამიანთა რიცხვი, რომელიც არასრულფასოვნად იკვებება, 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ შემცირებულია

თბილისი (BPI) – საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ …