საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ჩადებულია მუხლი, რომელიც მხოლოდ საქართველოს იურისდიქციით დაფუძნებული კომპანიების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსებული კომპანიებთან ურთიერთობას გამორიცხავს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, სექტემბერში, სლოვენიის ბიზნესდელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში და ბიზნესფორუმის ორგანიზება. შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სლოვენიური კომპანიები, რომლებისთვისაც დაგეგმილია ინდივიდუალური ვიზიტები საქართველოში, როგორც საინვესტიციო კლიმატის გაცნობის მიზნით, ასევე ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა სავარაუდოდ საპარლამენტო არჩვენების შემდეგ აღდგება – Izvestia

თბილისი (BPI) – რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავარაუდოდ, საქართველოში საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მოხდება – ამის …