საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო,   საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10:30 საათზე  გავა და ბათუმში 15:30 საათზე იქნება.

ელექტრომატარებელი №807 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა,  ხოლო თბილისში 22:03 საათზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11:30 საათზე ჩავა.

მატარებელი №805  ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 14:20 საათზე გამოვა,  ხოლო თბილისში 19:22 საათზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც.  ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი – ბათუმი 8:05 საათზე გავა და ბათუმში 11:01 საათზე ჩავა.  ხოლო მატარებელი №897  ბათუმი – ქუთაისი, ბათუმიდან 21:00 საათზე გამოვა და    ქუთაისში 23:55 საათზე იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …