„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიებაზე ტრენინგი იწყება

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ აცხადებს ახალი ტრენინგის დაწყების შესახებ „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“.

ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ან არის პროექტების მენეჯერი, დირექტორი თუ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი და სურს მიიღოს გამოცდილება ფონდების მოძიების საკითხში. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის და რა ეტაპებს გადის საპროექტო განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე. როგორ ხდება ფონდების მოძიება და ბიუჯეტის შედგენა.

ტრენინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. მონაწილეები ნიმუშის სახით შეადგენენ კონცეფციას, პროექტის განაცხადს და ბიუჯეტს.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ training@bog.edu.ge -ზე  გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ან დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: www.bog.edu.ge. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგზე რეგისტარციის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …