“საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” ღია კარის დღეს მართავს

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“  ღია კარის დღეს მართავს, მომავალი ბაკალავრებისთვის, 26 მარტს, 14:00 სთ-ზე  (მის: ალ. ყაზბეგის N14ბ).

უნივერსიტეტი  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს. პროგრამა 4 წლიანია და  გათვალისწინებულია შეღავათიანი  დაფინანსების სქემა. 10% მიიღებს 100%-იან,  20%, 50%-იან დაფინანსებას მიიღებს.

განათლებასთან ერთად, ახალგაზრდას უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა აქვს  www.bog.edu.ge.

შემთხვევითი სიახლე

ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა …