საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მობილობას აცხადებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირებაზე მობილობას აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში მობილობის შესახებ განაცხადა.

უნივერსიტეტის ცნობით, მაგისტრატურის სტუდენტებს, ვისაც სურთ სწავლა განაგრძონ  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტშიაღნიშნულ პროგრამაზე, რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე: www.student.eqe.ge, 2016 წლის 4 თებერვლის 18:00 საათამდე.  ამის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში და  წარმადგინონ განცხადება 2016 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათამდე.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მობილობისათვის 20 ვაკანტური ადგილია.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტრუქტურა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მობილობის შესახებ ეწვიეთ: www.mba.edu.ge

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …