“საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აქციები ლონდონის ბირჟაზე გაიაფდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის“ ჯგუფის (BGEO LN) აქციები ლონდონის ბირჟაზე გაიაფდა.

სასესიო კვირა (1-6 იანვარი) 17,5 ფუნტი სტერლინგით (GBP) დაიხურა.

თვიურ ჭრილში კლებაა -4.5% m.m  (-1,52%w.w).

სულ 282 000 აქციით ივაჭრეს (საბაზრო კაპიტალიზაციის 0.7%).  საშუალოდ დღიურად –  51 000 ცალი.

პრემიუმ ლისტინგში ჯგუფის კიდევ ერთი კომპანიის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციები ივაჭრება (ნოემბერში განთავსდა).

გასულ კვირას ფასი  GBP 1,8-მდე გაიზარდა, წინან თვესთან შედარებით, 15,9% ზრდაა (+3.52% w.w), კვირის ვაჭრობებმა 73 000 აქციას გადააჭარბა (GBP 1.73 – 1.88 დიაპაზონში)

ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …