საქართველო სავალუტო ფონდში კვოტას 210,4 მილიონამდე ზრდის

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდში (სსფ) საქართველო, თავის კვოტას SDR 60,1 მლნ-ით ზრდის, 40%-ით.

აზერბაიჯანი თითქმის 2,5-ჯერ ზრდის, SDR 161 მლნ-დან 394,7 მლნ-მდე და მისი  წილი  მთლიანი ინექციის 0,098%-ია. საქართველო კი  0,025%-იანი წილით არის წარმოდგენილი.

ფონდის 188  წევრი ქვეყნის ჯამური კვოტა SDR 239 მლრდ-ით SDR 477 მლრდ -მდე იზრდება ($659 მლრდ).

სსფ-ს განმკარგულებელმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა უკვე გადაუხადა მადლობა წევრ ქვეყნებს, ამ შეთანხმების რატიფიცირებისთვის და აღნიშნა, რომ უფრო წარმომადგენლობითი, თანამედროვე ფონდი უკეთ უზრუნველყოფს მისი წევრების მხარდაჭერას სწრაფად ცვალებადი გლობალური გამოწვევების ფონზე.

სსფ-ში თანამონაწილეობა, წევრი ქვეყნების მშპ-ის ტრენდის პროპორციულად განისაზღვრება.

წინა გადახედვისას, 2009 წელს,  წევრებს კვოტები  სსფ-მა გადაუნაწილა და საქართველოს SDR 144 მლნ ერგო.

ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაშია  90-იანი წლების დასაწყისიდან.  ის  გაწევრიანდა ჰოლანდიის  გამოყოფილი SDR 1 მილიონით, რომელიც შემდეგ რესტრუქტურიზდა და ბოლოს ჩამოიწერა.

gbc.ge

შემთხვევითი სიახლე

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსულებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი (BPI) – გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე …