სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები წარადგინა

თბილისი (BPI) – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები და საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს;
დიმიტრი გაბუნია კი საპარლამენტო მდივნის პოსტს ჩაიბარებს.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს, ის ასევე დროებით შეითავსებს პრესსპიკერის ფუნქციებს.

შშმ პირების საკითხებში მრჩეველი იქნება სიმონ პეტრიწი; დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში –  ნათია სულავა, სამხედრო საკითხებში
მრჩეველი – აკია ბარბაქაძე, მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია, კულტურის,  განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის წარადგინა მხოლოდ გუნდის წევრთა ნაწილი. “შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …