სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36,4 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.4%-ით, მაქსიმალური 13.88%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 13.757%-ით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 13.75% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთის ახალი აქცია – #გულით პედაგოგებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ …