საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისი (BPI) – საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვებული 9 მაისს ლონდონში, გაემგზავრება საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

16-დან 20 წლამდე  ახალგაზრდებისთვის კონკურსი საქართველოს ბანკის და BP–ის მხარდაჭერით, „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით ჩატარადა.

სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა,  ძირითადად თბილისის  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები,  ასევე  სტუდენტები.

კონკურსანტებმა მოამზადეს  5 წუთიანი გამოსვლა თემაზე: “ყველაზე ადვილად ადამიანები თმობენ ძალაუფლებას, მაშინ როცა თვლიან, რომ ის მათ გააჩნიათ“.

საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 19 წელია ტარდება და 34 იმყოფებოდა  ლონდონში.

შემთხვევითი სიახლე

ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა …