საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დეკემბერში $41 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) –  საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2015 წლის დეკემბერში $41 მილიონით  გაიზარდა  და $2,52 მლრდ-ს გადააჭარბა.

წლიურად კი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 6,6%-ით არის შემცირებული (ნოემბერთან შედარებით +1,6% m.m).

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სარეზერვო აქტივები, უცხოური ვალუტის რეზერვებს ($2,321 მლრდ) და ნასესხობის სპეციალურ უფლებებს (SDR) მოიცავს.

საქართველოს სარეზერვო პოზიცია სსფ-ში $13 900-ია (31.12.15 – $14 500).

შემთხვევითი სიახლე

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსულებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი (BPI) – გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე …