საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება

თბილისი (BPI) – საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება. საპილოტე პროგრამის განხორციელკებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ამასთან დაკავშირებით უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის  განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან,  თეოდოსიოს პელეგრინისგან.

ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას,  ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბერძნულ მხარესთან.

შემთხვევითი სიახლე

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ტენდერში Powerchina/Sinohydro-მ გაიმარჯვა

თბილისი (BPI) – კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში …