საბანკო სექტორში 15 ბანკი დარჩა

თბილისი (BPI) –  “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი” (საქართველო)  საქმიანობას არასაბანკო სექტორში განაგრძობს.  საბანკო აქტივის მფლობელებმა, სებ-ს, პროფილის შეცვლაზე და ასევე ბანკში ლიკვიდაციის  მმართველის დანიშვნაზე მიმართეს. სებ-მა კი საბანკო ლიცენზია გაუუქმა.

მანამდე ის თვითლიკვიდაციის რეჟიმში იყო, საქართველოს ბაზრიდან გასვლის დაანონსების შემდეგ, რამდანიმე თვის განმავლობაში,  პორტფელის ოპტიმიზაციას  სებ-ისგან დამოუკიდებლად უძღვებოდა.

სებ-ის ლიკვიდატორის დანიშვნამდე, გასასხვისებელი პორტფელისთვის კონტრაქტორი  ბანკიც თავად აარჩიეს და ძირითადი ვალდებულებებიც გაისტუმრეს, მათ შორის, ადგილობრივი  აქციონერების, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახისთვის  (3 მლნ ლარამდე).

სებ-ის ლიკვიდატორი ბანკი კლიენტებს, მათ  შორის მოუკითხავი ანგარისების მფლობელებს  10 დღიან ვადაში ელის და შემდეგ ანგარიშების სხვა ბანკში გადატანაზე იზრუნებს.

აზერბაიჯანულ ბანკს საქართველოში საქმიანობის 11 წელი უსრულდებოდა.

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …