საბანკო სექტორი – 2015

თბილისი (BPI) –  2015 წლის საგარეო შოკების მოგერიების შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 2016 წელს იმედიანად ხვდება.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზი სექტორისთვის „სტაბულურია“, რაც ასახავს მოლოდინს, რომ ბანკების კაპიტალის მნიშვნელოვანი რეზერვები დააკომპენსირებს აქტივების ხარისხს, რაზეც ლარის გაუფასურებამ იმოქმედა. ეროვნული ვალუტის 36%-იანი დევალვაცია წლის მთავარი გამოწვევა იყო.

გაცვლითი კურსის, მშპ-ის ზრდის ტემპის შენელების, ასევე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნის ვარდის მიმართ საბანკო სექტორი მდგრადი აღმოჩნდა და პოზიტიური  მახასიათებლების შენარჩუნება შეძლო.

კაპიტალი 4,2 მლრდ
CAR17,3%
NPL2,9%
ROE16,4%
ROA2,6%

სსფ-ის შეფასებით, დადებითი მახასიათებლების შენარჩუნება ზედამხედველობაში კონსერვატიული მიდგომების შენარჩუნებამ განაპირობა. „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის” (FSAP) დასკვნით, საქართველოს პრაქტიკა მოწინავედ არის აღიარებული.

რისკებზე ორიენტირებული საზედამხედველო ჩარჩო რისკების ადრეულ ფაზაში იდენტიფიციერების საშუალებას იძლევა (ფასდება ყველა პოტენციური საბანკო რისკი).

მნიშვნელოვნად შემცირებულია სასესხო განაკვეთები,  5 წლიან ჭრილში თუ შევხედავთ განახევრებულიც კია.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ  მესტვირიშვილი:

„განაკვეთების კლებას  ხელი შეუწყო მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდამ, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ, საბანკო ბაზარზე კონკურენციის გაზრდამ, შედეგად მივიღეთ სექტორი, კარგად კაპიტალიზირებული მაღალი ლიკვიდობით და დაბალი უმოქმედო სესხების წილით“.

უმოქმედო სესხები  490 მლნ
მთლიანი  სესხები 15,8 მლრდ
დეპოზიტები 14,2 მლრდ
აქტივები 24,8 მლრდ

ბაზარზე მოქმედი 19  ბანკიდან, 2015 წელი 18-მა დაასრულა მოგებით და ჯამური მაჩვენებელი 0,5 მლრდ  ლარს აღემატება.

მაღალი  მომგებიანობის  შენარჩუნების მიუხედავად ბანკირები  წლევანდელ საგარეო შოკებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც გამოწვევა იყო მთელი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია:

„ 2015 წელი რთული იყო, შესაბამისი იყო ბიზნესგარემო, თუმცა ბანკის ფინანსური  მდგომარეობა სტაბილურია, გვაქვს ზრდა. “საქართველოს ბანკი” წარმატებით პოზიციონირებდა  ლონდონის ბირჟაზე.

მნიშვნელოვანია GHG-ის აქციების IPO, რაც  ერთგვარი დემონსტრირება იყო იმისა, რომ საქართველოს ინვესტორები ენდობიან.  ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) აქციები მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა. ინვესტორები პირველ რიგში დებენ ფულს საქართველოში, რომელმაც აჩვენა, რომ დევალვაციის კრიზისი ქვეყანამ საკმაოდ კარგად დაძლია. წელს  ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შემდგომი ზრდის საფუძველს გვაძლევს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადასვლაა “თიბისი ბანკის” გეგმაც, რასაც მენეჯმენტი 2016 წელს  უზრუნველყოფს. აქციები (GDR) ლონდონში შარშან ივნისში განთავსდა. მიზანი ინვესტორთა წრის გაფართოება, კომპანიის საჯარო სტატუსის გაზრდა და FTSE ინდექსში ჩართვაა.

ბანკი “რესპუბლიკას” გენერალური დირექტორი რამაზ კუკულაძე:

„მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ჩვენ ვაგრძლებთ ზრდას. ბაზრის წილი გაიზარდა. მნიშვნელოვნად შემცირდა პრობლემური სესხების რაოდენობა. ეს განპირობებული იყოს რისკების მართვის სწორი პოლიტიკით. აღსანიშნავია, რომ  ზრდა გვაქვს ორივე მიმართულებით, როგორც კორპორატიული ასევე საცალო მომსახურების ბაზარზე.

2015 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი პროექტების დანერგვის ჭრილში.  უფრო მოქნილი სერვისები შევთავაზეთ მომხმარებელს, მათ შორის იყო ელექტრონული ხელმოწარა, რომლითაც არა მხოლოდ სალარო ოპერაციების წარმოება, არამედ საგანვადებო სესხის მიღებაც  შესაძლებელი გახდა.  ეს ცივილიზაციის ახალი ეტაპია ჩვენს სამყაროში,  მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, რადგან  ჩვენი მომხმარებელი ჩვენთან ერთად შეძლებს გარემოზე ზრუნვას.  ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება 2016 წელსაც. 2015 წელი იყო რთული, თუმცა ბანკი ინარჩუნებს  მომგებიანობის მაღალ მაჩვენებლებს, რაც გაყიდვების და რისკების სწორად  მართვის შედეგია“.

“პროკრედიტ ბანკის” წლის აქტივობები პროდუქტების და სერვისების მიმართულებით 2015 წელს არ შეფერხებულა.

“პროკრედიტ ბანკის” დირექტორის ალექსი მატუა:

2015 წელს ბევრი სიახლე იყო, მასშტაბურად დაინერგა თვითმომსახურების ზონა „სივრცე 24/7“ და პირველად საქართველოში დავნერგეთ თანხის დეპონირების სერვისი. ბანკი აქტიურად განაგრძობდა ბიზნესის, მათ შორის მცირე ბიზნესის დაკრედიტებას და ამ მიმართულებით სექტორულ ჭრილშიც მნიშვნელოვანი ზრდაა.

ამბიციური გეგმები აქვს ბანკს 2016 წლისთვისაც, განსაკუთრებით ჩვენი მიზნობრივი ჯგუფისთვის – მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მათზე მორგებული სერვისებით და კომფორტული მომსახურებით. მათ ვთავაზობთ ყველა პირობას იმისათვის რომ მეწარმეებმა თავიანთი ბიზნესების განვითარება შეძლონ.

მიზნები, რაც დასახული იყო 2015 წლისთვის გარკვეულწილად შესრულებულია. ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილმა ვითარებამ ცოტათი შეცვალა ჩვენი გეგმები, ნაწილობრივ აისახა შემოსავლებზე. ბიზნესის აქტივობაზე ძირითადად ორმა ფაქტორმა იმოქმედა: ლარის დევალვაცია და გაყიდვების შემცირება.

2016 წელს “პროკრედიტ ბანკი” ოპერირებას მმართველობის ახალი მოდელით flat management განაგრძობს, მას შემდეგ რაც დეკემბერში გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ დატოვა, თუმცა საქართველოდან წასვლას არ აპირებს და როგორც თავად ამბობს ბიზნეს სექტორში რჩება.

მენეჯმენტში ცვლილებების სიმრავლით და მოულოდნელობებითაც  გამორჩეული იყო 2015 წელი საბანკო სექტორისთვის. “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ  ლადო გურგენიძემ  ვადამდე წასვლაზე განაცხადა,  თუმცა  შემდეგ გადაწყვიტა დარჩენილიყო  გუნდში, რომელიც 16 წამყვანი მენეჯერით 2009 წლის ნოემბერში შეკრიბა და ძირითადი ბირთვი დღემდე შეინარჩუნა. 2015 წლს ბანკი  დინამიურად ზრდას განაგრძობდა,  მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლებით კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე:

„2015 წელს ბანკი დინამიურად ზრდას განაგრძობდა,  მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლებით. კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტმა (CAR)   მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს  – 20,13%. ბანკს გააჩნია გარკვეულწილად ჭარბი ოდენობის საზედამხედველო კაპიტალი, რომ 2016 წელს ზრდა შეინარჩუნოს. საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბანკის ზრდა 2016 წლის განმავლობაში მოსალოდნელია საკმაოდ ნელი ტემპით, ამასთან, 2016 წლისთვის „ბანკის“ საშუალო ზრდის ხელშეწყობა შესაძლებელია ბანკის შიგნით გენერირებული დამატებითი კაპიტალის ხარჯზე“.

“ბაზისბანკის” გენერალური დირექტორი დავით ცაავა:

„2015 წელი გამორჩეული იყო თავისი სირთულეებით და წარმატებებით. ბანკმა ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა, მათ შორის დაკრედიტების მიმართულებით, 60%-ზე მეტი იყო პორტფელის ზრდა.  ბანკმა შეძლო ლარის დევალვაციის ფონზე  მსესხებლებისთვის გაზრდილი რისკის დაბალანსება და მორგებული პირობების შეთავაზება,  ლარის გაუფასურების წნეხის მაქისმალურად შემსუბუქება. ბანკმა, ეს, დამატებითი რეზერვებით და რისკების გონივრულად მართვით შეძლო და ამასთან  პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობის ტემპი არ დაუგდია.  ბანკი აქტიურად განაგრძობს მომსახურების ქსელის გაფართოებას. 2015 წელი ამითაც გამორჩეული იყო. ასევე მნიშვნმელოვანი შეთანხმებები შედგა პარტნიორებთან, რაც  ბანკს  წარმატებული პოზიციონირების საშუალებას აძლევს. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური პასუხიმგებლობის აქტივობები, რაც წელს ბანკმა უფრო გააფართოვა, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ შეძლო სწავლა და ბაზისბანკის სტიპენდიანტიც გახდა“.

“ვითიბი ბანკი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე:

2015 წელს ვითიბი ბანკი წარმატებით ასრულებს. ეკონომიკური მდგომარეობით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ბანკმა წელი მოგებით დაასრულა, დაინერგა ახალი პროდუქტები, გაიხსნა ხუთი ახალი ფილიალი თბილისსა და რეგიონებში. აქტივების ზრდამ  20%-ს გადააჭარბა, ხოლო  კაპიტალი 35%-ით არის გაზრდილი.

მთელი წლის განმავლობაში ვითიბი ბანკი აქტიურად იყო ორიენტირებული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამ მიმართულებით ბანკის ჯამურმა კონტრიბუციამ  სამი მილიონი ლარი შეადგინა.  აღნიშნული თანხა ქართული სპორტის, კულტურის განვითარებისთვის და საქველმოქმედო პროექტების მხარდასაჭერად დაიხარჯა.

2015 წლის მთავარი გამოწვევა, რა თქმა  უნდა ეროვნული ვალუტის 30%-იანი დევალვაცია გახდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, მთელს რეგიონში  პროცესები ანალოგიური სცენარით  განვითარდა, თუმცა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ქართულმა ეკონომიკამ სტაბილურობა შეინარჩუნა და  პროგნოზით ზრდა  2% – ს გადააჭარბებს. აღნიშნული მოვლენები რა თქმა უნდა აისახა საბანკო სექტორზეც. 2016 წელს ჩვენი მოლოდინით, ბანკი  ზრდის ტემპს შეინარჩუნებს, დაგეგმილია  ფილიალების გახსნა, ახალი პროდუქტების დანერგვა და სერვისების განვითარება.

საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 19 ბანკით მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

ბაზარზე  4  უმსხვილესი  უცხოური საბანკო ჯგუფია წარმოდგენილი “პროკრედიტ ბანკი” (გერმანია), “ბანკი რესპუბლიკა – ჯგუფი სოსიეტე-ჟენერალი” (საფრანგეთი), “ბაზისბანკი” -ჰუალინგ ჯგუფი” (ჩინეთი); “ვითიბი ბანკი” (რუსეთი), რომელესაც საქართველოში საქმიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.

ასმუს როტნე პროკრედიტ ბანკის  ყოფილი СEO:

„დღეისათვის საქართველოში საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ძალიან  მაღალ დონეზეა და ამ მხრივ ქვეყანა გამორჩეულია რეგიონში. სწორ და ეფქტიან ზედამხედველობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში საქართველოში არც ერთი მსხვილი ბანკი არ გაკოტრებულა, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით“.

2015 ბოლო საანგარიშო წელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად,  ამითაც გამორჩეული იყო.

2015 წელს გიორგი ქადაგიძემ წლის საუკეთესო ბანკირის ჯილდო მიიღო,   The Banker-ი, ის ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად დაასახელა. ბერნანდ ბრექენის სტატუეტი მას  The Banker-ის ევროპის რედაქტორმა სტეფანი ლინჰარტიმ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია  შედგა  EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრაზე, რომელსაც 2015 წელს საქართველომ უმასპინძლა შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე:

„პრობლემების გადაჭრის გასაღები  ძლიერ ინსტიტუტებშია, სადაც ქვეყნის და მისი მოქალაქეებისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით აღსავსე მოხელეები იღებენ. მე ამაყი ვარ, რომ ეროვნულ ბანკში სწორედ ასეთი გუნდი მუშაობს. სებ-ის კონსტიტუციური მანდატი ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რასაც თავს წარმატებით ართმევს. სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია არის შეინარჩუნოს ადეკვატური საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, რომელიც არის გარანტი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის.

2015 წელი მნიშველოვანი იყო საკასო-საეიმისო მიმართულებით. სებ-მა  20-წლიან პერიოდში ბანკნოტების დიზაინი პირველად განაახლა და 2016 წლიდან ეტაპობრივად გავა მიმოქცევაში“.

უკვე 20 წელია საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ლარია. ამ პერიოდის განმავლობაში მან ბევრ გამოწვევას გაუძლო, მაღალი ნდობა შეინარჩუნა და გაუქმდება მაშინ, როდესაც საქართველო ევროპაში სრულად ინტეგრირდება.

გიორგი ქადაგიძე: „საქართველოში აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა უარს იტყვის საკუთარი მონეტარული პოლიტიკის წარმოებაზე და შესაბამისად, უარს ვიტყვით საკუთარ ვალუტაზე. ეს იქნება დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროზონაში გაწევრიანდება. ეს არის ბოლო სტადია ევროინტეგრაციის პროცესისა, რომელიც გამოხატულია ჩვენი მოსახლეობის ნებით”.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია ვივიმ ვენახები გააშენა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს ვივის …