Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისი (BPI) – Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ინფორმაციას აჭარა ჯგუფი ავრცელებს.

“ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული.

21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

„აჭარა ჯგუფი“ იაზრებს პასუხისმგელობას საკუთარი სტუმრების თუ თანამშრომლების წინაშე და ზედმიწევნით მიჰყვება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინსტრუქციებს”, – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “იფქლი” ახალ საწარმოს აშენებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ …