როგორ უნდა დავზოგოთ ფული ბიზნესში?

თბილისი (BPI) – ფულის ნაკლებობის შემთხვევაში, თქვენი მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ vivus ge -ს სესხი, რადგან აღნიშნული ბრენდი უკვე გრძელვადიან სესხებსაც გასცემს.

სესხის მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.vivus.ge და შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი. კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

თუმცა, სესხი არ გახლავთ საუკეთესო გამოსავალი და სანამ მისი აღების აუცილებლობის წინაშე დააყენებთ თავს, უმჯობესია ეკონომიის გაკეთება.

გამოცდილი ექპერტების აზრით, ბიზნესში ფულის ეკონომია, რეკომენდირებულია შემდეგნაირად:

რეკომენდაცია N1 – მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც თქვენი გზა უკვე გაიარეს. ამით თქვენ დაზოგავთ ფულს ფასიან მრჩეველზე.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენსავე თანამშრომლებს შორისაც შეიძლება იპოვოთ კარგი და უფასო მრჩეველი. თუ მათ უკვე უმუშავიათ თქვენს კომპანიაზე უფრო გამოცდილ კომპანიაში, მაშინ მათ ძალიან ბევრი იციან.

რეკომენდაცია N2 – ხშირად მიმართეთ ბარტერს.

სერვისსა და მომსახურებაში ფულის გადახდას, ყოველთვის გერჩიოთ, თქვენს მიერ წარმოებული სერვისის ან პროდუქტის დაბარტერება თქვენთვის სასურველ სერვისსა და პროდუქტში.

ამით საკმაოდ თანხის დაზოგვას მოახერხებთ.

რეკომენდაცია N3 – არ დაზოგოთ ფული სხვის ხარჯზე.

ამ შემთხვევაში საუბარია თქვენს თანამშრომლებზე.

გახსოვდეთ, მათი ხელფასისა და პრემიის ხარჯზე დაზოგილი თანხით თქვენ მოგებას კი არ ნახულობთ, არამედ ზარალზე მიდიხართ.

რაც უფრო კმაყოფილია თანამშრომელი, მით უფრო მაღალია მისი მოტივაციის დონე, მოტივირებული თანამშრომელი კი ძალ -ღონეს არ დაიშურებს საქმის საუკეთესოდ შესასრულებლად და მისი ძალისხმევა, ხშირ შემთხვევებში საუკეთესო შედეგს მოგიტანთ კიდეც.

საუკეთესო შედეგი კი თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი გახდება.

რეკომენდაცია N4 – ისარგებლეთ აუთსორსით.

აუთსორსი კარგი გადაწყვეტილებაა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ საქმეს, რომლის შესრულებაც, თქვენს კომპანიაში იშვიათად არის საჭირო და თანამშრომლის დაქირავება არ გიღირთ.

რეკომენდაცია N5 – მოერიდეთ ძვირადღირებულ კომპიუტერულ პროგრამებს.

ფულის ეკონომიის მიზნით, კარგი იქნება თუ უპირატესობას მიანიჭებთ ისეთ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა გამოყენებაც ძვირი არ ღირს ან სულაც უფასოა.

ფასიანი კომპიუტერული პროგრამის შეძენამდე კი ისარგებლეთ, უფასო სატესტო პერიოდით, რომელიც დაახლოებით 30 დღის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდში თქვენ მარტივად დარწმუნდებით, გჭირდებათ ეს პროგრამა და არის ის თქვენთვის შესაფერისი თუ არა.

და ბოლოს, გისურვებთ წარმატებულ ბიზნეს საქმიანობასა და ფინანსების გონივრულ ეკონომიას.

ნუ დაივიწყებთ, გამოთქმას „ძუნწი ორჯერ იხდის“ რადგან შესაძლოა, არასწორმა ეკონომიამ ზარალი გამოიწვიოს.

 

შემთხვევითი სიახლე

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

თბილისი (BPI) – დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო …