რეკორდული ინვესტიციები განახლებად ენერგიაში – ლიდერი ჩინეთია

თბილისი (BPI) – 2015 წელს, განახლებადი ენერგიის წყაროებში რეკორდული ინვესტიცია განხორციელდა.

2015 წელს, განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციები რეკორდულად მაღალია და 329 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ნახშირწყალბადებზე ფასები შემცირებულია. პირველად 2011 წლიდან, ინვესტიციების ზრდამ განახლებად ენერგეტიკაში წინა წელთან შედარებით 4% შეადგინა.

რასაკვირველია, ინვესტიციების ზრდის შედეგად, სულ მცირე, გაიზრდება ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ გენერირებული ენერგიის ფასების კონკურენტუნარიანობა.

განახლებადი ენერგიის წყაროების დაფინანსების კუთხით ლიდერია ჩინეთი, სადაც ინვესტიციამ 110,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის: აშშ-ში, სექტორში მოზიდული იქნა 56 მლრდ დოლარის ინვესტიცია. ევროპაში – 58,5 მილიარდი დოლარი.

მთელს მსოფლიოში, განახლებადი ენერგიის წყაროების საერთო სიმძლავრემ 121 გვტ შეადგინა, აქედან 64 გვტ ქარის გენერაციაზე მოდის, ხოლო 57 გვტ – მზის ელექტროსადგურებზე.

ცნობისთვის, 2015 წლის შედეგებით, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ქარის გენერაციის საერთო სიმძლავრემ გადააჭარბა ატომური ელექტროსადგურების ჯამურ სიმძლავრეს.

აქვე უნდა აღინიშნოს ზოგიერთი ქვეყნების ცალკეული მიღწევები. მაგალითად, შოტლანდიამ, 2015 წელს ელექტროენერგიის 50% მიიღო ალტერნატიული ენერგიის წყაროებით (ძირითადად ქარის ენერგია). ხოლო, კოსტა-რიკამ შეძლო “მწვანე ენერგიის” წილის ზრდა 99%-მდე. აღნიშნული ქვეყანა ენერგიის 3/4-ს აწარმოებს ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. ასევე, აღსანიშნავია ავსტრიის მაგალითი, რომელსაც აქვს დიდი გეგმები, რომ 2030 წლისთვის სრულიად უარი თქვას წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე და დღეს, ამ ქვეყანაში, განახლებადი ენერგიის წილი 65%-ზე მეტს შეადგენს.

“ენერგოპლატფორმა”

შემთხვევითი სიახლე

მცხეთაში ღვინის მუზეუმი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, …