რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად სოზარ სუბარი დაინიშნა

თბილისი (BPI) – ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და ის მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავა. ახალ სამსახურს სოზარ სუბარი ჩაუდგება სათავეში. რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, სოზარ სუბარი უკვე დანიშნა.

“მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონურ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსნებთ, რომ პრემიერმა თანამდებობიდან 6 გუბერნატორი გაათავისუფლა.

შემთხვევითი სიახლე

აფბა: გაეროს კვლევით, ადამიანთა რიცხვი, რომელიც არასრულფასოვნად იკვებება, 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ შემცირებულია

თბილისი (BPI) – საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ …