რას პარავენ მგზავრებს აეროპორტებში ყველაზე ხშირად

თბილისი (BPI) – ექსპერტებმა აეროპორტებში ყველაზე მოპარვადი ნივთების სია შეადგინეს.

როგორც ირკვევა აეროპორტში ყველაზე ხშირად იპარავენ ფულს: ჯიბის ქურდები მუდმივად აკვირდებიან მგზავრებს და სწავლობენ მათ გადაადგილებას, რომლებიც ბანკომატიდან ფულს იღებენ. ცდილობენ მათი ბარათების PIN-კოდი დაინახონ, რათა შემდგომ ამ ბარათის მოპარვის შემთხვევაში თანხის გამოტანა შეძლონ.

ყველაზე მოპარვად ნივთებს შორისაა ასევე მობილური ტელეფონები, რომლებიც ტურისტებს ხშირად ერთ ადგილზე რჩებათ. აეროპორტში ყველაზე მოპარვად ნივთებს შორისაა სათვალე, საფულე, ჩანთა, კამერა, ხელბარგი, სამკაულები, პასპორტი და დოკუმენტები, პლანშეტი და ნიუთბუკი.

შემთხვევითი სიახლე

სავაჭრო მოლები და მაღაზიები 1-ელი ივნისიდან გაიხსნება

თბილისი (BPI) – 1-ლი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია მუშაობას განაახლებს. მათ შორის, სავაჭრო მოლებიც. როგორც …