რამდენია რეზერვისტის ანაზღაურება – აგვისტოდან აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა იწყება

თბილისი (BPI) – თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან.

სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% -ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

1. პირადობის მოწმობა;
2. ფოტოსურათი 34 – 1 ცალი;
3. ჯანმრთელობის ცნობა;
4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/DUMuJ7

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებელთა ყოველი მე-6 მომხმარებელი საქართველოში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლია

თბილისი (BPI) – საქართველოს მომხმარებელთა 16% 2019 წლის პირველ კვარტალში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლი გახდა, – მონაცემებს კომპანია …