ქუთაისში თამბაქოს მოხმარების გამო რესტორანი დააჯარიმეს

თბილისი (BPI) – 9 ივლისს, ღამით, ქუთაისში, თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორების ჯგუფმა ადგილობრივ კაფე-ბარებსა და რესტორნებში ღამის რეიდი მოაწყვეს. რეიდის მიზანი იყო ე.წ. სამასპინძლო ბიზნესში გაერკვიათ როგორ სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონი.

“ოცი რესტორანი და კაფე-ბარი შევამოწმეთ. დრო ისე შევარჩიეთ, რომ ყველა ობიექტი მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო. კანონის დარღვევა მხოლოდ ერთგან დაფიქსირდა. რესტორნის შენობაში, სრულად დახურულ სივრცეში ეწეოდნენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხედავდნენ კანონდარღვევის ფაქტს, მაგრამ მწეველებს ხელს არავინ უშლიდა, მეტიც, ამ პირობებში უპრეტენზიოდ ემსახურებოდათ რესტორნის პერსონალი. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, რომელმაც რესტორანი, შესაბამისად მისი მეპატრონე კანონის მიხედვით ხუთასი ლარით დააჯარიმა.“ – აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.

როგორც მონიტორინგის ჯგუფის მიერ ირკვევა, ქუთაისში თამბაქოს კონტროლის კანონს მხოლოდ საწყის ეტაპზე აპროტესტებდნენ, ძირითადად უკმაყოფილო ყოფილან ქალები, რომელთაც მოსაწევად გარეთ გასვლა თურმე შეურაცხყოფად მიაჩნდათ.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …