ქართული საათის ბრენდი TSIKOLIA - წარმოებულია შვეიცარიაში

ქართული საათის ბრენდი TSIKOLIA – წარმოებულია შვეიცარიაში

თბილისი (BPI) –  პორტალი marketer.ge ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას საათების ბრენდზე წერს. პორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  ქართველი დიზაინერის შექმნილი საათი 2011 წელს სამყაროს მოევლინა, საათი შვეიცარიაშია წარმოებული.  2015 წელს საათები უკვე მისი გვარით – TSIKOLIA –  გამოვიდა.  მისთვის ძირითადი ინსპირაციის წყარო ავიაცია, სამხედრო ტექნიკა , სარბოლო მანქანებია…

საათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა : საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო. ყოველი მოდელი უნიკალურია და იმ საავტომობილო საშუალებების, თვითმფრიავებისა თუ გემების სახელობისაა, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.

ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებული შვეიცარიაში.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …