“პსპ დაზღვევა” მომავალ წელს ქონების დაზღვევის ბაზარზე შედის

თბილისი (BPI) – “პსპ დაზღვევა” მომავალ წელს ქონების დაზღვევის ბაზარზე შედის, – ამის შესახებ BPI-ს პსპ დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ბეჟაშვილმა განუცხადა.

“2016 წლის მეორე ნახევრისთვის ვგეგმავთ ქონების დაზღვევის პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, თუმცა ჩვენ არ გვექნება აგრესიული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით და ბაზარზე ჩვენს ნიშას შევინარჩუნებთ და დავრჩებით ამავე სეგმენტში, 2017 წლიდან კი აქტიურ კამპანიას განვახორციელოთ სხვა მიმართულებითაც”, – განმარტავს ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მძაფრია.

“საქართველოს სადაზღვევო ბაზარი რთული და სპეციფიურია, არცერთ ქვეყანაში ჯანმრთელობის ბაზარი არ არის მოწინავე პოზიციაზე, საქართველოში კი მთლიანი პორტფელის 65-70% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, რა მიზნებიც ჰქონდა დასახული 2015 წლისთვის შევასრულეთ. ვართ ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ სეგმენტში და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია გვიკავია ბაზარზე. კომპანიამ განახორციელა უნიკალური, ახალი სისტემა ხარისხის მონიტორინგის, რამაც ის გამოიწვია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურება გვაქვს, რასაც კვლევებიც ადასტურებს”, – აცხადებს ბეჟაშვილი.

კომპანიის მენეჯმენტი 2016 წელს მნიშნელოვან ზრდას გეგმავს და ეს მსხვილი კონტრაქტის მოზიდვით არის განპირობებული.

“ეს იმის ვარაუდს გვაძლევს, რომ მომავალ წელს დაახლოებით 2-ჯერ გავიზრდებით. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩამოვიტოვებთ ისეთ მსხვილ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე ოპერირებენ, ჩვენ კი მხოლოდ 2010 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე. 2016 წელი იქნება საინტერესო და რთული წელი იქედან გამომდინარე, რომ საკურსო სხვაობა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გავლენა ჩვენზეც აისახება, შესაბამისად იქნება რთული, თუმცა ჩვენ მზადყოფნა გვაქვს მასთან გასამკლავებლად”, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მზა მზარეული“ ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა …