პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს იანვრის ბოლოს წარუდგენს

თბილისი (BPI) – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს აგრძელებს. არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.

პრეზიდენტი კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს იანვრის ბოლოს წარუდგენს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით იგი უძღვება ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლის შერჩევის ღია პროცესს, რომლის ფარგლებში კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და საბანკო სექტორთან.

„ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი კანდიდატის წარდგენის წინ ფართო კონსულტაციებს მიმართავს. ამგვარი პროცესი უძღოდა წინ მის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენასაც“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ უკვე, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …