პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია.

მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირიქით, ფეიკნიუსებით ხელისუფლება უფრო ძლიერდება.

მამუკა ბახტაძეს ოჯახის ვალის გასტუმრებაზე კომენტირება მოუწია. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოდელირებულ რეალობაში ფეიკ ნიუსების ავტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცე გაჯერებული იყოს.

ბახტაძეს მიაჩნია, რაც უფრო ბევრი სიცრუე გაჟღერდება, მეზობლის მიწის დასაკუთერებაზე თუ ვაგონის არასტანდარტულ სიმაღლეზე, უფრო მეტად დამაჯერებელია მისი გუნდის პირნათლად გაწეული მუშაობა.

ბახტაძემ 3 სიახლე დაანონსა – vali.ge -ს გაშვება, საბაჟო კოდექსის წარდგენა და ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის უპრეცედენტო შეღავათები, საქართველოში სათაო ოფისის გადმოტანის შემთხვევაში.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …