პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა

თბილისი (BPI) – პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ილია ელოშვილი 2012 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე და ყველა პროექტში, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

“იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ილია მუშაობდა USAID-ისა და „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამებში და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მინისტრი კახი კალაძე “ქართულმა ოცნებამ” დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარადგინა.

 

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …